კროონავირუსი საქართველოში

თურნავა: მკაცრად გაკონტროლდება, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარდეს

საქართველოს მთავრობა

მკაცრად გაკონტროლდება, რომ რესტორნებში ე.წ. სოციალური ღონისძიებები არ ჩატარდეს, მზად ვართ, ამაზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გავამკაცროთ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინატო საბჭოს დამთავრების შემდეგ განაცხადა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.

"სარესტორნო ინდუსტრიის შიდა სივრცეები პრაქტიკულად 10 დღეში გაიხსნება, მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოხდება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, რადგან მთელ მსოფლიოში დღემდე ძალიან სამართლიანად არის მიჩნეული, რომ რესტორნები წარმოადგენს ერთ-ერთ მაღალი მობილობის მაგენერირებელ სფეროს, სადაც ინფიცირების საფრთხე არის მაღალი, რადგან უბრალოდ შეუძლებელია პირბადის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაცრად დავაკვირდებით, როგორ მოდის აქ პროტოკოლების შესრულება". – ამბობს თურნავა. 

მისივე თქმით, შაბათ-კვირას შეზღუდვები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდება ქვეყანაში. 

კომენტარები