კორონავირუსი და შეზღუდვები

რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1 მარტიდან გაიხსნება, სხვაგან – 8 მარტიდან

luxuryresortphotography.com

რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება".- აღნიშნა მან. 

კომენტარები