კორონავირუსი საქართველოში

რა გაიხსნება 25 თებერვლიდან, 8, 15 მარტიდან – სრულად

adf.org.au

საქართველოს პრემიემინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმა წარმოადგინა.

25 თებერვლიდან გაიხსნება: 

  • სასტუმროები სამთო კურორტებზე  
  • საქალაქთაშორისო ტრანსპორტი  

27 თებერვლიდან:

  • შაბათ-კვირას მუშაობას განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

1-ლი მარტიდან: 

  • ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში შეძლებენ მუშაობას. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება 
  • გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები - თანამშრომლების 20%  2 კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებენ 
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგენა და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩატარდება 
  • იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ  1-ლი მარტიდან დაემატება ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება 
  • განახლდება კონფერენციები და ტრენინგები  
  • მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები

8 მარტიდან: 

  • მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცემათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება 
  • სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება 
  • სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ 

15 მარტიდან: 

  • მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები 
  • სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება 
  • აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება 
  • რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები 

1-ლი აპრილიდან: 

  • თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით აღდგება

21:00-დან 05:00-მდე კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.

კომენტარები