ვიზიტორებს კიდევ ექვსი ქვეყნიდან შეეძლებათ მხოლოდ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით საქართველოში ჩამოფრენა. ისინი მესამე დღესაც ვალდებულები არიან, ტესტირება ჩაიტარონ, კიდევ ექვსი ქვეყანა ემატება. ეს ქვეყნებია - სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, რომ სახმელეთო საზღვრები კვლავ ჩაკეტილი რჩება.
პირველი თებერვლიდან, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, თურქეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი. სწორედ ამ სიას დაემატა კიდევ ექვსი ქვეყანა.