ნიკა მელიას დაკავება

EPP: მელიას დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმაა, ახალი არჩევნები, შესაძლოა, იყოს გამოსავალი

ევროპის სახალხო პარტია

ევროპის სახალხო პარტია ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

"ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, სასწრაფოდ არის საჭირო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება. ახალი, დემოკრატიული არჩევნები, შესაძლოა, იყოს გამოსავალი."

შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები