პირველი კონსტიტუცია

პრეზიდენტი: დიდი დრო დავკარგეთ, დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებას და პოლარიზაციაში

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად, შიგნიდან თუ გარედან, ხელს უშლიდნენ ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ და დემოკრატიულ პროცესებს, ვერავინ გვათქმევინა უარი ჩვენს ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც 1921 წლის კონსტიტუციამ განამტკიცა. ეს თარიღი – ასი წელი – ნათლად გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ქვეყნის წინსვლისთვის – დამოუკიდებლობიდან დღემდე – ერის ერთსულოვნება...

კონსტიტუცია ის ღერძი და ხერხემალია, რომელიც კრავს სახელმწიფოს და ზურგს უმაგრებს მას. ამდენად, კონსტიტუცია, ერთი მხრივ, არის ჩვენი სულიერი, ისტორიული და სამართლებრივი კავშირი ჩვენი ქვეყნის წარსულთან. ამავე დროს ის დღევანდელი სახელმწიფოს რეალური საყრდენი და ასევე, ჩვენი მომავლის ფუნდამენტია. აქედან ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი სამართლებრივი საყრდენის რღვევა, სახელმწიფოს რღვევაცაა!

დიდი დრო დავკარგეთ და დღესაც ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში. წინსვლის გზა კი მხოლოდ ერთიანობასა და საერთო მიზნისაკენ შეთანხმებული ნაბიჯებით სვლაშია. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ სამართლის ტრადიციებით, საქართველოს სხვადასხვა მხარეში განვითარებული სამართლის ისტორიული ადათ-წესებით. ეს ტრადიცია ქმნის ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განსაკუთრებულობას. ეს ტრადიცია გრძელდება დღემდე...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც სადაც საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები