პირველი კონსტიტუცია

ღარიბაშვილი: 2012 წელს ივანიშვილმა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან გაათავისუფლა

2012 წელს ქართულმა ოცნებამ გამარჯვება მოიპოვა იმ ძალის დამარცხებით, რომელსაც, პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება, მიტაცებული როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე კონტროლიც. უნდა ითქვას პირდაპირ მეგობრებო, რომ ამ ძალას ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია.. 

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ, პირდაპირ ვიტყოდი, გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან. მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა[ნაციონალური მოძრაობა], მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლებს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან, დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს...

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა მიმდინარეობს. 

კომენტარები