არჩევნები 2020

ბოკერია: ოპოზიციას სრული ერთიანობა აქვს, რომ იყოს მოლაპარაკებები და მშვიდობიანი ცვლილებები

ამ ვითარებაში, როდესაც აწ უკვე პრემიერი გადადგა და ფორმალური ნიშნებიც პირდაპირ უაშკარავესია, რომ ერთადერთი ნორმალიზაციის გზა არის, ნორმალური და მშვიდი ვადამდელი არჩევნების ჩატარება და საქართველოში აღარასდროს უნდა შეიქმნას ის ვითარება, რომელიც შექმნილი იყო ბოლო ერთი საათის წინ პერიოდამდე, როდესაც ზღვარზეა ქვეყანა იმისი, რომ პოლიტიკური სიძულვილით ერთმანეთის მიმართ შეიძლება იქნას გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.

ოპოზიციის არჩევანი არასდროს ყოფილა დაძაბულობის შექმნა ხელოვნურად და ამ ზღვრამდე ქვეყნის მიყვანა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობდით და ახლაც ასე უნდა იყოს ყველას ამოცანა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებას ჰქონდეს ლეგიტიმური განცდა, რომ მოქალაქეები არიან პატრონები ამ ქვეყნის, რომ არჩევნებს აზრი აქვს და ეს არის ერთადერთი ნორმალური გზა ხელისუფლებაში დარჩენის ან შეცვლის და აღარასდროს, არც ერთი ხელისუფლება აღარ გაივლებს თავში, რომ ვინც პოლიტიკურად არ მოწონს, შეიძლება დევნოს სისხლის სამართლებრივი გზით და ძალოვნების გამოყენებით.

კარგია, რაც მოხდა დღეს, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, საბოლოო წარმატება იქნება, როდესაც ბოლომდე განიმუხტება კრიზისი, მოლაპარაკების გზით, როდესაც მშვიდობიანად მოხდება ყველა ცვლილება ამ ქვეყანაში და როდესაც დავიწყებთ იმ უმძიმესი პრობლემებიდან გამოყვანას ქვეყნის, რომელიც დღეს არის შექმნილი. ოპოზიციას აქვს სრული ერთიანობა იმაზე, რომ უნდა იყოს მოლაპარაკებები, სიმშვიდე და რომ უნდა იყოს მშვიდობიანი ცვლილებები ქვეყანაში და ამას სჭირდება ნორმალური ვადამდელი არჩევნები...

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. დღეს გიორგი გახარია პრემიერმინისტრობიდან გადადგა და ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივი აზრის ვერ მიღწევა დაასახელა. გადადგომიდან რამდენიმე წუთში შსს-ს გამოაქვეყნა განცხადება, რომ ამ მიზეზით მელიას დაკავება გადაიდო.

კომენტარები