საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი გაწვრთნის

Getty Images

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 43 წლის ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის თანამდებობით დაიწყო. 2013-14 წლებში იყო საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი. 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს წვრთნიდა, ხოლო 2017 წელს მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახლდათ და ერთ მატჩში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციაც შეასრულა.

სანიოლის საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ფარნგული სენტ-ეტიენის, მონაკოს და მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უთამაშია. ბაიერნთან ერთად სანიოლიმ 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო გერმანიის ჩემპიონატში, ბუნდესლიგაში პირველი ადგილის დაკავება ხუთჯერ შეძლო. 

საფრანგეთის ნაკრებში ფრანგ სპეციალისტს 58 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, 2006 წელს  საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ფრანგების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა. სანიოლი 2006 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცეჩემპიონი და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა.

ვილი სანიოლის მიმართვა:

სანიოლი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა, საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში კი პირველ მატჩს 25 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, შვედეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

საქართველოს ნაკრების წინა მწვრთნელმა, სლოვაკმა ვლადიმირ ვაისმა თანამდებობა ნოემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.

კომენტარები