ფაქტი აუცილებლად დასაგმობია, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ქმედება.
მაშინ როცა თამაშობ გასვლით შეხვედრას, ძალიან მეგობრულად მიგიღეს, ძალიან კარგი დახვედრა იყო მათი მხრიდან და ამ ტიპის ქმედებები, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია.
მეორე მხრივ, ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს იმ უამრავი გულშემატკივრისთვის, რომელიც ყოველთვის ძალიან ელოდება ეროვნული ნაკრების შეხვედრას და შეიძლება, ამ ტიპის ქმედებების გამო, საერთოდ მაყურებელს აუკრძალონ სტადიონზე თამაშის ყურება და ის შეხვედრები, რომლებიც საქართველოში წარიმართება, შეიძლება, გულშემატკივრის გარეშე მოგვიწიოს, არის ხოლმე ასეთი გადაწყვეტილებები უეფას მხრიდან, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში, ამ ტიპის გადაწყვეტილება არ მოხდება.
რა თქმა უნდა, ჩვენს ძმობას, მეგობრობას, რაც გვაკავშირებს სომეხ ხალხთან, სტრატეგიული ურთიერთობები, რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანის უგუნური მოქმედება ვერ შეცვლის ამ ურთიერთობებს, კიდევ ერთხელ, ჩვენ სომეხ და-ძმებს კიდევ ერთხელ ძმობას, მეგობრობას ვუდასტურებთ და ამ ტიპის ქმედებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.
თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებლად დასაგმობია, კატეგორიულად მიუღებელია, რა გინდა, რას ერჩი გულშემატკივარს, რომელმაც სომხეთში თამაშის დროს, ერევანში ძალიან მაგრად მიგვიღო, მეგობრულად მიგვიღო.