ცხადია, რაც მოხდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხდება - გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს. ცუდი იყო ფაქტი, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ და ვერ აისახება ჩვენს მეგობარ დებთან და ძმებთან ურთიერთობაზე.
არც ის ფაქტი იყო ლამაზი, გულშემატკივარი მოედანზე რომ შევიდა, თუმცა, ფეხბურთს ახასიათებს მსგავსი მომენტები.