მე-10 მოწვევის პარლამენტი

თალაკვაძე: რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, 150 დეპუტატის მანდატს მოქმედს დავტოვებთ

ოპოზიციისთვის მანდატების არგაუქმების გადაწყვეტილებით, ქართულმა ოცნებამ, როგორც პასუხისმგებლიანმა გუნდმა, დატოვა კარი ღია იმისათვის, რათა ოპოზიციამ გაიაზროს კიდევ ერთხელ საკუთარი პასუხისმგებლობა, ეს შეიძლება არ მოხდეს ორშაბათს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი ამ პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს...

ამბობს პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ის ეთერში. 2 თებერვალს პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

კომენტარები