დაუმორჩილებლობის აქცია

#დაუმორჩილებლობა – პარლამენტთან საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაიწყო

ტაბულა

პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილებიან და თბილისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა სირცხვილიას ლიდერი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ დღეს მოქალაქეები არ დაარღვევენ არცერთ კანონს, გარდა "უაზრო რეგულაციისა, რომელიც შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს". 

"მთავრობამ უკვე საკმარისად მიიჩნია ის წნეხი, რაც დაუმორჩილებლობის აქციის ანონსს მოჰყვა და გარკვეული რეგულაციები მოხსნა. უაზრო რეგულაციების მოსახსნელად ვართ ახლაც.

არცერთი კანონი არ დაირღვევა, გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც პირდაპირ ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ოდნავ მაინც ცოცხლობს და შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს". - ამბობს მაქარაშვილი. 

აქციის წევრები მოითხოვენ, კომენდანტის საათის გაუქმებას და რეგულაციების დაცვით ქვეყნის გახსნას. 

კომენტარები