დაუმორჩილებლობის აქცია

კუპრაძე და დათუნაშვილი დაუმორჩილებლობის აქციისას კომენდანტის დარღვევის გამო დააჯარიმეს

პარტია ლელოს წევრები, ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერენ, რომ 6 თებერვლის დაუმორჩილებლობის მსვლელობისას კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის შესახებ საპატრულო პოლიციამ მათ დღეს, 8 თებერვალს შეატყობინა.

"დამირეკეს საპატრულო პოლიციიდან და შაბათიდან კვირის ღამეს, დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის დამაჯარიმეს 2000 ლარით აი ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება !!! ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ამ სიმართლისათვის ვიბრძოლებთ ბოლომდე !!! ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ანტიკონსტიტუციური და უაზრო რეგულაციების წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს !!!" – წერს დათუნაშვილი.

"კომენდანტის საათის დარღვევის გამო დამაჯარიმეს.

დამირეკეს და ხვალ პოლიციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე". – წერს კუპრაძე.

დაუმორჩილებლობის აქცია-მსვლელობა 6 თებერვალს გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები 9 საათიდან ქვეყანაში დაწესებულ კომენდანტის საათს არ დაემორჩილნენ და თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. 

კომენტარები