კორონავირუსი საქართველოში

ბაქრაძე შეზღუდვების მოხსნაზე: სატყუარაა – კომენდანტი რჩება, შაბათ-კვირას არ მუშაობ

culinART

რესტორატორი ქეთი ბაქრაძე მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლიდან კვების ობიექტებს ღია სივრცეში მუშაობის განახლება შეუძლიათ, სატყუარას უწოდებს. 

"ჩემთვის სატყუარაა. სატყუარაა იმიტომ, რომ კომენდანტის საათი რჩება, შაბათ-კვირას არ მუშაობ, ღია სივრცე თუ არ გაქვს, ვერ მუშაობ, ტრანსპორტიც ძალიან ბუნდოვანია. თან გეუბნებიან, თუ მოიმატა, და თავისუფლად შეუძლიათ თქვან, რომ მოიმატა, აი, რესტორნები არიან ამაში დამნაშავეები. მთელ მსოფლიოში რესტორნები ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე სახლში შეკრებები". – თქვა ბაქრაძემ მთავარი არხის ეთერში.

დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ 15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები ღია სივრცეში ამოქმედდება. შაბათ-კვირას შეზღუდვა ძალაში დარჩება. 

ნახეთ, რა შეზღუდვები იხსნება 8-15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები