კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 175 მართვით სუნთქვაზეა

armenpress.am

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 589 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 175 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 263 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 45, იმერეთში – 148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 135 ადამიანია, აჭარაში – 2, იმერეთში კი – 13.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 311 ტესტი, დადასტურდა 676 ახალი შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი. 

30 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 910 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 257 632 ადამიანი, მათგან 248 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები