კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 676 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 19 989 ტესტი

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 311 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 676 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი. 

30 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 910 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 257 632 ადამიანი, მათგან 248 537 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები