ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი დეკანოზ თადეოზ სარალიძის არმენოფობიულ ქადაგებას ეხმაურება.
"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.
ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას". – წერია განცხადებაში.
დეკანოზმა თადეოზმა არმენოფობიური ქადაგება წარმოთქვა.
"რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რა ამბობს?! - რა გავცე, რის გავცეო". – თქვა მან.
- დეკანოზ თადეოზის არმენოფობია: გაფუჭებული სომეხი რას ამბობს? – რა გავცე, რის გავცეო
- დეკანოზ თადეოზის არმენოფობია: რატომ გაყარა სააკიანმა იქიდან ის ქურდები, იცით?
-
დეკანოზი თადეოზი ბავშვებს: პარაზიტობას არ სჯობს, პატარა მოკვდეს, ვიდრე უმაქნისი გაიზარდოს?
დეკანოზი თადეოზის არმენოფობიულ ქადაგებას თეოლოგი ბასილ კობახიძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მის მიერ სომხების სიძულვილის თესვაზე პასუხისმგებელი მეუფე დანიელია, რადგან "არანაირი ზომა არ მიუღია მისი ეპარქიის ტაძრების ამბიონებიდან ამ შხამის გადმონთხევის აღსაკვეთად."