არმენოფობია

კობახიძე: დეკანოზის მიერ სომხების სიძულვილის თესვაზე პასუხისმგებელია მეუფე დანიელი

თეოლოგი ბასილ კობახიძის შეფასებით, დეკანოზ თადეოზის მიერ სომხების სიძულვილის თესვაზე პასუხისმგებელი საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელია. 

"მრავალი წლის განმავლობაში ჭიათურელ დეკანოზ თადეოზ სარალიძის მიერ წარმოებულ კრემლისტურ პროპაგანდაზე ებრაელების და სომხების მიმართ სიძულვილის თესვაზე, პუტინის და რამზან კადიროვის განდიდებაზე, ქალების და ბავშვების მიმართ დაუნდობლობაზე, პირდაპირი პასუხისმგებელია ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი, რომელიც ეკლესიის წიაღში მომავალი პატრიარქობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ითვლება. 

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ჭიათურელი მღვდლები დეკანოზ თადეოზისაგან სწავლობენ ანტისემიტიზმს, არმენოფობიას, მიზოგინიას, პრორუსულობას და მას ბაძავენ თავიანთ ქადაგებებში. ამ წლების განმავლობაში მიტროპოლიტ დანიელს არანაირი ზომა არ მიუღია მისი ეპარქიის ტაძრების ამბიონებიდან ამ შხამის გადმონთხევის აღსაკვეთად". – ამბობს ბასილ კობახიძე. 

დეკანოზმა თადეოზმა არმენოფობიური ქადაგება წარმოთქვა.  

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რა ამბობს?! - რა გავცე, რის გავცეო". – თქვა მან. 

კომენტარები