ოქროს გლობუსი

ჯეინ ფონდა საპატიო "ოქროს გლობუსს" მიიღებს

Los Angeles Times

ლეგენდარული მსახიობი ჯეინ ფონდა სესილ ბ. დემილის სახელობის საპატიო "ოქროს გლობუსს" მიიღებს.

"დეკადების განმავლობაში ჯეინ ფონდა სხვადასხვა საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად საკუთარ პლატფორმას აქტიურად იყენებდა. იმდენად აქტიურად, რომ პროფესიონალური კარიერა არაერთხელ დადგა საფრთხის წინაშე, თუმცა მისი უდავო ნიჭი შეუფასებელია". – წერია ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის განცხადებაში.

ფონდის კარიერა თითქმის 60 წლის წინ დაიწყო. მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიც არის - "ხომ ესვრიან დაღლილ ცხენებს?", "კლიუტი", "ჯულია", "ჩინური სინდრომი", "სახლში დაბრუნება". მსახიობი ორი "ოსკარის", ორი BAFTA-ს, ერთი "ემის", შვიდი "ოქროს გლობუსის" მფლობელია. სამსახიობო კარიერის გარდა, ფონდა თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა დროს ფემინისტური, ანტისაომარი, ბუნების დამცველი მოძრაობების აქტიური წარმომადგენელი იყო.

ჰოლივუდის უცხოური პრესის დაჯილდოების, იგივე "ოქროს გლობუსის" ცერემონია მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები