ოქროს გლობუსი

ოქროს გლობუსის გამარჯვებული ორი ფილმი საქართველოს კინოთეატრებში გადის

Befunky

10 იანვარს ოქროს გლობუსის დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულებს შორის არის ვესტსაიდური ამბავი და ენკანტო – ფილმები, რომელთა ნახვა საქართველოს კინოთეატრებში ამჟამად არის შესაძლებელი.

ვესტსაიდური ამბავი ბროდუეის ცნობილი მიუზიკლის ახალი ადაპტაციაა, რომელიც ოსკაროსანმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო. მიუზიკლი რომეოსა და ჯულიეტას ისტორიაა, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ნიუ-იორკშია გაცოცხლებული. ფილმმა საუკეთესო მიუზიკლისა და კომედიის კატეგორიაში გაიმარჯვა, ასევე ჯილდოები გადაეცათ მსახიობებს, არიანა დებოსეს და რეიჩელ ზეგლერს.

ენკანტო კინოსტუდია Disney-ს რიგით მესამოცე სრულმეტრაჟიანი ანიმაციაა. მოქმედება კოლუმბიის მთებში დამალულ ჯადოსნურ სოფელში ხდება, რომელსაც მადრიგალების ოჯახი მართავს. მთავარი გმირი, მირაბელი ერთადერთი ოჯახის წევრია, რომელსაც მაგიური ძალები არ გააჩნია. ენკანტო ქართული კინოგაქირავების ისტორიაში პირველი ანიმაციაა, რომლის პერსონაჟები ქართულად ამღერდნენ. Encanto-მ ოქროს გლობუსი საუკეთესო ანიმაციის კატეგორიაში მიიღო.

კომენტარები