NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 32% ცესკოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 24% კი - დადებითად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ცესკოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 24% – დადებითად, ხოლო 27% – საშუალოდ. მოცემულ კითხვაზე პასუხად - "არ ვიცი" გასცა 16%-მა.

2016 წელს გამოკითხულთა 17% აფასებდა უარყოფითად ცესკოს მუშაობას, 2015 წელს კი - 11%.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები