მოლდოვა

მოლდოვის სასამართლომ რუსული ენის განსაკუთრებული სტატუსი არაკონსტიტუციურად სცნო

EU4Digital

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი, რომელიც გასულ თვეში პრორუსულმა პარლამენტმა მიიღო და რომელიც განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებდა რუსულ ენას, , არაკონსტიტუციურად ცნო.

კანონით ეთნიკურ თემებს შორის კომუნიკაციის ენა რუსული უნდა გამხდარიყო და მოითხოვდნენ საქონლის, მომსახურებისა და მედიკამენტების სახელების რუსულ ენაზე თარგმნას. სასამართლომ ეს არაკონსტიტუციურად ცნო.

"კანონი ითვალისწინებს რუსული ენის სახელმწიფო ენის მსგავსი სტატუსის მინიჭებას, რაც არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით," - თქვა დომნიკა მანოლემ.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ განჩინება გააკრიტიკა. 

ენა მოლდოვაში ეროვნული იდენტობის ძირითადი საკითხია. რუმინული, რომელსაც მოლდოველი ეთნიკური უმრავლესობა ლაპარაკობს, არის სახელმწიფო ენა, ხოლო რუსები, უკრაინელები და სხვები ძირითადად რუსულად ლაპარაკობენ.

ბევრი მოლდოველი ემხრობა მჭიდრო კავშირს ნატოსა და ევროკავშირის წევრ რუმინეთთან, ხოლო ბევრი რუსულად მოსაუბრე კი მოსკოვთან კავშირს ემხრობა.

 

24 დეკემბერს მოლდოვაში პირველი ქალი პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა. დასავლეთთან დაახლოების მომხრე სანდუმ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა.

ამჟამად სანდუს პარტია “მოქმედება და სოლიდარობა” პარლამენტში უმცირესობაშია. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ რუსეთის შუამავლობით შეძლეს პრორუსულ სოციალისტურ პარტიასთან სამთავრობო კოალიციის შეკვრა. მაშინ პრემიერმინისტრი თავად სანდუ გახდა, თუმცა მალევე მას უნდობლობა გამოუცხადეს, სოციალისტურმა პარტიამ კი ახალი კოალიცია ჩამოაყალიბა ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკის დემოკრატიულ პარტიასთან .

კომენტარები