რელიგიის თავისუფლება

მინდიაშვილი: რელიგიათა სააგენტო აუცილებლად უნდა გაუქმდეს

ბექა მინდიაშვილი
თეორემა/ტაბულა

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო მოთხოვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რელიგიათა სააგენტო უნდა გაუქმდეს. მინდიაშვილი წერს, რომ რელიგიური სააგენტო საბჭოთა სტრუქტურაა და მისი რეალური მიზანი რელიგიური ორგანიზაციების კონტროლია.

"სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, რელიგიათა საბჭო, ასევე TDI, EMC და არაერთი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, 2014 წლიდან, ანუ მისი შექმნის დღიდან ითხოვენ რელიგიის საკითხთა სააგენტოს გაუქმებას, რადგან ესაა თავისი არსით, საბჭოთა სტრუქტურა, რომლის რეალური მიზანი რელიგიური ორგანიზაციების კონტროლია. მნიშნველოვანია, რომ ამ მავნებლური სტრუქტურის გაუქმების მოთხოვნა, დღეს, ამ მრავალმხრივ დისკრიმინაციულ ფონზე, კიდევ უფრო აშკარა გახდა.

რელიგიათა სააგენტო აუცილებლად უნდა გაუქმდეს. სახელმწიფომ, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო აქტორებთან ერთად, აუცილებელია, შეიმუშაოს რელიგიის თავისუფლების დაცვისა და იმ მძიმე შედეგების დაძლევის რეალური გეგმა, რაც წლების განმავლობაში, რელიგიურმა დისკრიმინაციამ, ძალადობამ და შეუწყნარებლობამ მოუტანა ჩვენს საზოგადოებას". – წერს მინდიაშვილი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) დღეს, 18 იანვარს, რელიგიურ ორგანიზაციებთან და აქტივისტურ ჯგუფებთან ერთად, ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და მთავრობას რელიგიის სააგენტოს გაუქმებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები