კაპიტოლიუმზე თავდასხმა

ციხეში მოხვედრილი "კაპიტოლიუმის ვიკინგი" ორგანულ კვებას ითხოვს

Twincities

ჯეიკობ ჩენსლი, იგივე "ჯეიკ ეინჯელი" და "ქენონ შამანი" კაპიტოლიუმზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც სამართალდამცავებმა მოგვიანებით დააკავეს. 

წინასწარი პატიმრობის კამერაში მყოფი ჩენსლი პარასკევიდან მოყოლებული საჭმელზე უარს ამბობს. ის შამანურ დიეტაზე იმყოფება და მხოლოდ ორგანული საკვების მიღება შეუძლია. 

"პარასკევის შემდეგ არ უჭამია, ის არაორგანული საჭმლისგან ცუდად ხდება, პირდაპირი მნიშვნელობით ძალიან ცუდად ხდება". – ამბობს დაკავებულის დედა მართა ჩეინსლი.

ჩენსლის რქებიანი ქუდის გამო ჟურნალისტებმა "კაპიტოლიუმის ვიკინგი" შეარქვეს. მისი ფოტოები ინტერნეტ სივრცეში არაერთი ხუმრობისა და მიმის შთაგონება გახდა.

კომენტარები