ანტისემიტიზმი ეკლესიაში

ისრაელის ელჩი ილია II-ს იუბილეს ულოცავს და "ანტისემიტური გზავნილების გავრცელებაზე" საუბრობს

Israel in Georgia/კადრი ვიდეოდან

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია მეორეს საკუთარ Facebook-გვერდზე დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ ახლა პატრიარქის, როგორც სულიერი წინამძღვრის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების გავრცელების სამწუხარო ფაქტიდან გამომდინარე.

"ვუერთდები ჩემს კოლეგებს და ვულოცავ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს. მისი უწმინდესობა ისრაელისა და ებრაული თემის ერთგული მეგობარია.

მისი, როგორც სულიერი წინამძღვრის როლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პანდემიისა და ეკონომიკური სირთულეების პირობებში და ასევე, ახლახან გავრცელებული  რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების სამწუხარო ფაქტიდან გამომდინარე, ვუსურვებთ მას დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას". – წერს რან გიდორი.

20 დეკემბრის ქადაგებაში მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI) გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა

კომენტარები