ანტისემიტიზმი ეკლესიაში

მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია "საქართველოს ეკლესიის ანტისემიტიზმზე" წერს

საქართველოს საპატრიარქო

მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

"20 დეკემბრის წირვის განმავლობაში მიტროპოლიტმა იოანემ ებრაელი ერი რამდენჯერმე მოიხსენია შეურაცხმყოფელ კონტექსტში. მან ებრაელებს "ქრისტიანთა მდევნელები" და "ურწმუნო მოდგმა" უწოდა. მსგავსი სიტყვების გამოყენება კი ებრაელი ხალხისა და იუდაიზმის დემონიზაციაა და იმეორებს იმ საშიშ სტერეოტიპს, რომ მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება ქრისტეს ჯვარცმაზე". – წერს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაცია.

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI) გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

კომენტარები