ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება, მოთხოვნა, თითქოს მთავრობასთან ან პარლამენტთან და საბოლოო ჯამში ხალხთან მოდის წინააღმდეგობაში, რომ, დავუშვათ, პარლამენტი ითხოვს არაფერი არ შეეხოს, მეოთხედის შემსუბუქებაც, მოძალადეებს, ყაჩაღობაზე, მკვლელობაზე და თითქოს, ეკლესია ამ მიმართულებით წინააღმდეგობაში მოდის. სინამდვილეში წინააღმდეგობა კი არ არის, ნილს ბორს აქვს ასეთი დამატებითობის პრინციპი, ეს ამავსებლებია, ეს არის ორი დამოკიდებულება, ზრუნვა, მეთოდი ადამიანის გამოსწორებისა, რაც მიზანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო შედგა ამ მიმართულებით. მე პირადად ვარ მომსწრე, 7 წელია, საპატიმროებში დავდივარ და როგორი დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ალბათ ევროპის ქვეყნებს შეშურდებოდათ...
tbl.ge/5d91
დაკოპირდა

თქვა საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მამა გურამ ოთხოზორიამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ კანონის განხილვა გაიმართა.
ამავე თემაზე
- ლელო "სამართლიან და ფართომასშტაბიან" ამნისტიას ითხოვს
- პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
- პარლამენტმა ამნისტიის კანონი I მოსმენით მიიღო
- შერჩევითია - პატიმართა ნაწილის ოჯახები ამნისტიის კანონპროექტს აქციით გააპროტესტებენ
- მეზვრიშვილი: ამნისტიის კანონით ოცნება ზონდერ ჯგუფების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს




