ამნისტია

პარლამენტმა ამნისტიის კანონი I მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. რეგისტრაცია სულ პარლამენტის 87-მა წევრმა გაიარა.

კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.

სხდომის პარალელურად, პარლამენტთან პატიმართა ნაწილის ოჯახის წევრები ამნისტიის კანონს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ამნისტია შერჩევითია და ითხოვენ, რომ ის საყოველთაო გახდეს და პატიმართა 1/4-ზე გავრცელდეს.

ქართულმა ოცნებამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".

კომენტარები