კორონავირუსი აშშ-ში

კორონავირუსის ახალი შტამი აშშ-იც გამოვლინდა

GETTY IMAGES

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა კოლორადოს შტატში გამოვლინდა. ვირუსი 20 წლის კაცს დაუდასტურდა.

კოლორადოს გუბერნატორის ჯარედ პოლისის თანახმად, პაციენტი იზოლაციაშია, ხოლო სამედიცინო სფეროს თანამშრომლები მისი კონტაქტებისა და ინფექციის გადადების პოტენციური შემთხვევების გამოვლენაზე მუშაობენ. ინფიცირებულის ახლო კონტაქტებში ვირუსი არ გამოვლენილა. 

კორონავირუსის ახალ შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, ის 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ექსპერტების აზრით, უფრო საშიში არ არის.

კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა კანადასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

კომენტარები