2020 წელი

12 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც 2020 წელს ტაბულაზე წაიკითხეთ

2020 წელი

12 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც 2020 წელს ტაბულაზე წაიკითხეთ

2020 წელი მიიწურა და უკვე შეგვიძლია, იმ სტატიების 12-ეული შევადგინოთ, რომელსაც ამ რთული წლის განმავლობაში ჩვენი მკითხველის ყველაზე დიდი ყურადღება ხვდა წილად.

გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე პოპულარული ახალი ამბების უმრავლესობა კორონავირუსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, თუმცა, გამონაკლისები აქაც არის.

პირველი ადგილი Hangover-ის მსახიობის მიერ გაზიარებულ ნინო ბურჯანაძის ვიდეოს ერგო. კენ ჯეონგმა თავის "ფოლოვერებს" მოუწოდა, პირბადე ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან. "ნიუსს" თითქმის 120 000 ნახვა აქვს. 

მეორე და მესამე ადგილზე ერთი და იგივე თემა საკითხზე მომზადებული მასალა გავიდა. "ნიუსებს", რომლებიც ბავშვების 200-ლარიან დახმარებას ეხება, ტაბულას ვებგვერდზე 100 000-ზე მეტი ნახვა აქვთ.

მეოთხე ადგილით, თითქმის 100 000 ნახვით ის სიახლე გახდა, რომელიც სახლში დარჩენილი პაციენტების ნაწილს აუცილებელი ანალიზების ჩატარებას ჰპირდებოდა.

მე-5 ადგილზე შალვა კეკელიას ქადაგება აღმოჩნდა, რომელშიც დეკანოზი შშმ ბავშვების დაბადებას ნათესავების ცოდვებს მიაწერს. მას რომაელი იმპერატორების ფოტოები მოსდევს. მე-7 ადგილზე კი, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის რუსთავი 2-ისთვის გაგზავნილი წერილია.

ტაბულას წლის ყველაზე პოპულარულ 12 სტატიას შორის მერვე ადგილი პანდემიის გამო ეკლესიასთან მოლაპარაკებების საკითხმა დაიკავა. ეპიდემიოლოგებმა წირვა-ლოცვებისას და აღდგომის ღამეს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ამისთვის, მეუფე იაკობმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა. 

წლის კიდევ ერთი პოპულარული თემა ტაბულაზე ნასვამი ქვეითის საქმეზე პროკურატურის განცხადება გახდა. გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ქალი 7 ქვეითს დაეჯახა, საიდანაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, შემდეგ კი მიიმალა.

მე-10 ადგილი ზაფხულის ერთერთი გახმაურებული თემამ - თამარ ბაჩალიაშვილის საქმემ დაიკავა. ჩვენი მკითხველი  იმ კომპანიამ დააინტერესა, რომელშიც გარდაცვლილი ბოლოს მუშაობდა.

მე-11 ადგილზე კვლავ აღდგომის ღამეს წირვაზე დასწრება-არდასწრების საკითხია. კომენდანტის ღამე აღდგომას არ შეხებია, თუმცა, ეკლესიამ გამოსავალი მაინც იპოვნა - ღამისთევა ტაძრებში.

ამ სიის ბოლოში სწავლის დაწყების შესახებ ინფორმაცია და 7 სექტემბრის ნიუსია. მაშინ ბევრს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ სასწავლო პროცესი არადისტანციურ რეჟიმში დაიწყებოდა. სწორედ მაშინ გვამცნო პირველად საქართველოს მთავრობამ, რომ ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

კომენტარები