2020 წელი

2020 წლის მსოფლიო ფოტოებში

2020 წელი

2020 წლის მსოფლიო ფოტოებში

2020 წელი, ყველასთვის მოულოდნელად, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სრულიად გამორჩეულ და დასამახსოვრებელ თარიღად იქცა. თუმცა, პანდემიის მიღმა ეს წელი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებითაც იყო დატვირთული. ქვემოთ მოყვანილი ფოტოები მკითხველს ქრონოლოგიურად მოუთხრობენ, რა ხდებოდა 2020 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

იანვარი

 ნიუ-იორკი, 1 იანვარი. ტაიმ სკვერზე ხალხი აღნიშნავს 2020 წლის დაწყებას.

"ყველა ძალიან იმედიანად და აღელვებულად აკეთებდა განცხადებებს, რომ 2020 წელი მათი წელი იქნებოდა. ახლა ეს ყველაფერი საშინელ ხუმრობად მოჩანს". - ამბობს ფოტოგრაფი ქალა კესლერი, The New York Times-დან.

1 იანვარი, ჰონგ-კონგი. მშვიდობიანმა და პროდემოკრატიულმა აქციის მონაწილეებმა ქუჩებში  განაახლეს მასობრივი დემონსტრაციები, რომელიც გასული წლის ივნისში დაიწყო.

 

5 იანვარი, აიოვას შტატი. ჯო ბაიდენი ბაპტისტურ ტაძარში ლოცულობს საპრეზიდენტო კამპანიისას, სადაც ის ამერიკელ ხალხს დაჰპირდა, რომ ქვეყანას თავის "სულს" დაუბრუნებდა.

 

6 იანვარი, საუდის არაბეთი. ყოველწლიური რალი-რეიდი, რომელსაც 2020 წელს არაბეთის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდმა ქვეყანამ უმასპინძლა.

 

7 იანვარი, კარაკასი, ვენესუელა. ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები ცდილობენ, დაბლოკონ ხუან გუაიდოს არჩევა ნაციონალური კონგრესის ლიდერად. 2019 წლის შემდეგ ორივე ადამიანი ამტკიცებდა, რომ ვენესუელას პრეზიდენტი იყო.

 

8 იანვარი, ნიუ-იორკი. ფიდა ზაიდანი მონაწილეობს სპექტაკლში Grey Rock, რომელშიც მთავარი გმირი პალესტინელია და გადაწყვეტს, რომ მთვარეზე გასამგზავრებლად რაკეტა ააგოს.

 

10 იანვარი, ავსტრალია. მწყურვალე და მშიერი ცხენი გათიშვის ზღვარზეა, რადგან ავსტრალიამ ხანძრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი გამოიარა არსებობის ისტორიაში.

"მას შემდეგ, რაც ხანძარი მორჩება, ყველგან სიწყნარე ისადგურებს. ვეღარ იაზრებ, რომ ხმაურს მწერები, ჩიტები და ეს პატარა ქმნილებები იწვევდნენ. ძალიან დამაბნეველია განადგურებულ ტყეში სიარული ამ სიჩუმის ფონზე". - ამბობს ფოტოგრაფი მეთიუ ებოტი The New York Times-დან.

 

14 იანვარი, ვისკონსინის შტატი. დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს ორი დღით ადრე, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებამდე.

 

15 იანვარი, რუსეთი, სანკტ-პეტერბურგი. ვლადიმერ პუტინი წარმოთქვამს სიტყვას, სადაც   კონსტიტუციურ ცვლილებებს მოითხოვს, რომლის საშუალებითაც ძალაუფლებას 2024 წლამდე გაიხანგრძლივებს.

 

22 იანვარი, ლოს-ანჯელესი. აშშ-ის ახალი მოქალაქეები ფიცს დებენ.

 

23 იანვარი, ლიბია, ბენღაზი. რამდენიმეწლიანი კონფლიქტის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ბენღაზის ქუჩები საუკეთესოდ ყვებიან ისტორიას სამოქალაქო კონფლიქტით დაღლილი ქვეყნის შესახებ.

 

24 იანვარი, ჩინეთი, ვუჰანის პროვინცია. მოედანზე ჯგუფები მუშაობენ, რომლებმაც ახალი კორონავირუსის შემთხვევების გახშირების შემდეგ თითქმის 10 დღეში საველე ჰოსპიტალი ააშენეს.

 

30 იანვარი, ვენესუელა, კარაკასი. მილაგროს ვასკესს ხუთმა საავადმყოფომ უარი უთხრა მშობიარეების მიღებაზე. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა განადგურებულმა ეკონომიკამ ნამსხვრევებად აქცია.

 

30 იანვარი, ჩინეთი, ვუჰანის პროვინცია. ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან 1 თვის შემდეგ ეკიპირებული სამედიცინო მუშაკები შეესწრნენ, როგორ წაუვიდა კაცს გული საავადმყოფოსთან ახლოს.

 

თებერვალი

იტალიური რივიერა, 1 თებერვალი. ფრანგი მწერალი, გაბრიელ მაზნეფი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თავის პედოფილიაზე წერდა, იმალება, მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა მსხვერპლმა ხმამაღლა ისაუბრა ამის შესახებ.

 

3 თებერვალი, ვუჰანის პროვინცია. ახალი კორონავირუსის შესაჩერებლად ჩინეთის მთავრობამ ჩაკეტა ვუჰანი და საჯარო ტრანსპორტისა და კერძო მანქანების გადაადგილება აკრძალა.

 

4 თებერვალი, ვაშინგტონი. ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის გამოსვლის ტექსტს ხევს. მანამდე, ტრამპმა პელოსის ხელი არ ჩამოართვა.

 

4 თებერვალი, ვუჰანის პროვინცია. დასაქმებული დადის საკონფერენციო დარბაზში, რომელიც დროებით საავადმყოფოდ გადაკეთდა ახალი კორონავირუსის შემთხვევებთან ბრძოლის მიზნით.

 

8 თებერვალი, კენია. ქვეყანაში ებრძვიან უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში უდაბნოს კალიების ყველაზე ცუდ შემოსევას, რომელიც მილიონობით ადამიანის საკვებს საფრთხეს უქმნის.

 

11 თებერვალი, პორტუგალია.  ბრაზილიელი სერფერი, მაია გაბეირა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალღაზე, რომელზეც ქალს უსრიალია და 2019-2020 წლის სეზონის ყველაზე დიდ ტალღაზე, რომელსაც რომელიმე სერფერი შეჭიდებია.

 

12 თებერვალი, პეკინი. ღამის ცხოვრებით განთქმულ რესტორანში კაცი მარტო სადილობს. ჩინეთის მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები ადამიანების ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტს შეეხო.

 

20 თებერვალი, ჰასანკეიფი, თურქეთი. ქალაქის ძველ ბაზართან ახლოს, რომელიც დაანგრიეს კაშხლის ასაშენებლად. პროექტმა მდინარე ტიგროსი აადიდა, რამაც ხეობა დატბორა და 7 000 ადამიანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია.

 

24 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ლეგენდარულ კალათბურთელს, კობი ბრაიანტსა და მის ქალიშვილის, ჯიანა ბრაიანტს პატივს მიაგებენ Staples Center-ში, სადაც ბრაიანტმა თავისი კარიერის დიდი დრო გაატარა. მამა-შვილი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.

 

მარტი 

ნიუ-იორკი, 10 მარტი. ებრაული ოჯახები აღნიშნავენ პურიმს, ბრუკლინში - ორთოდოქსი ებრაელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლება ისრაელის საზღვრებს გარეთ.

 

13 მარტი, ავღანეთი. ორი ბავშვი თალიბანის დაჯგუფების ყოფილ წევრებს შორის გზას გადის კოტროლირებად ტერიტორიაზე. თებერვალში აშშ-მ თალიბანის ლიდერებთან შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული არმიის სრულად გამოყვანას ითვალისწინებს.

 

13 მარტი, მილანი. იტალიელები საკუთარ აივნებზე მუსიკალურ ინსტუმენტებზე სოლიდარობის ნიშნად უკრავენ, რადგან მარტში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა დრამატულად იმატა.

 

13 მარტი,  ნიუ-იორკი. რიგი სუპერმარკეტის შესასვლელთან. ახალი კორონავირუსისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა ხალხს პროდუქტების მომარაგებისკენ უბიძგა.

 

16 მარტი, ნიუ-იორკი. ეროვნული გვარდიის წევრები დეზინფექციას უტარებენ ებრაული საზოგადოების ცენტრს.

 

18 მარტი, ბრაზილია. ხალხი საკუთარი სახლებიდან აპროტესტებს მათი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს საპასუხო ქმედებებს ახალი კორონავირუსის პანდემიაზე. ბოლსონარუმ პანდემიას "ფანტაზია" უწოდა.

 

18 მარტი, პარიზი. კონკორდის მოედანი პიკის საათის დროს უჩვეულოდ ცარიელია. საფრანგეთმა ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

18 მარტი, ლონდონი. ცარიელი ქუჩა, რომელიც პიკის საათის დროს ყოველთვის სავსე იყო ახალი კორონავირუსის პანდემიამდე.

 

24 მარტი, იტალია. იტალიური არმიისა და სამხედრო პოლიციის წევრებს კუბოები სატვირთო მანქანებისკენ მიაქვთ, რათა ქალაქიდან გაიტანონ. სასაფლაოებსა და კრემაციის სერვისებს ბერგამოში გაუჭირდათ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობასთან გამკვლავება.

 

26 მარტი, ინდოეთი. მუნიციპალურ სამსახურში დასაქმებული ადამიანი დეზინფიცირებას უტარებს ბაზარს. წინა დღეს ინდოეთში საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდა.

 

30 მარტი, ნიუ-ჯერსი. საავადმყოფოს თანამშრომელი ათვალიერებს კარავს, რომელიც მიბმულია გაცივების ეფექტის მქონე სატვირთო მანქანაზე და მორგად გამოიყენება.

 

აპრილი

ნიუ-იორკი, 1 აპრილი. ექიმები ცდილობენ, გონზე მოიყვანონ კოვიდპაციენტი.

 

2 აპრილი, მინეაპოლისი. 2 წლის ბავშვი მეზობლებს თავისი საძინებლის ფანჯრიდან ესალმება, რადგან ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში უწევს ყოფნა.

 

6 აპრილი, ნიუ-იორკი. ახალი კორონავირუსის სიმპტომების მქონე 92 წლის კაცს საავადმყოფოში გადაყვანამდე ექიმები ინტუბირებას უკეთებენ.

 

9 აპრილი, ნიუ-ჯერსი. დამკრძალავი ბიუროს მენეჯერი ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის პანაშვიდისთვის ოთახს აწყობს, რათა სოციალური დისტანცირება დაცული იყოს.

 

9 აპრილი, ნიუ-იორკი. კოვიდპაციენტს თავის ახალშობილს ლაივ სტრიმის მეშვეობით პირველად აჩვენებენ.

 

10 აპრილი, ვატიკანი. პაპი ფრანცისკე წითელ პარასკევს წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცულობს. როგორც წესი, ამ მოვლენას ათიათასობით ადამიანი ესწრება ყოველწლიურად.

 

10 აპრილი, ნიუ-იორკი. კოვიდპაციენტი საავადმყოფოში, რომელიც მუცელზე წევს, რათა სუნთქვა გაუადვილდეს.

 

13 აპრილი, ოჰაიოს შტატი. ხალხი შტატის გახსნას მოითხოვს, რომელშიც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინია გამოცხადებული, სკოლები და ბიზნესების ნაწილი კი დაკეტილია.

 

19 აპრილი, ნიუ-იორკი. ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილი ადამიანები გაცივების ეფექტის მქონე სატვირთო მანქანაში. გაზაფხულში კორონავირუსისგან ნიუ-იორკში მცხოვრები 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

20 აპრილი, ნიუ-იორკი. ქალს, რომელსაც 74 წლის ბებია ახალი კორონავირუსისგან გარდაეცვალა, ქმარი აწყნარებს.

 

30 აპრილი, ნიუ-ჯერსი. მედდა თავის მოკლე შესვენებას მასაჟის სკამზე წოლისთვის იყენებს, რომელიც საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის დგას.

 

მაისი

ნიუ-იორკი, 5 მაისი. მეტროს ერთ-ერთი სადგური დალუქულია. 115 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში პირველად დაიკეტა მეტრო და ის ღამის პირველი საათიდან გამთენიის ხუთ საათამდე არ მუშაობდა.

 

12 მაისი, ბოსტონი. მამა რაიან კონორსი წმ. ელისაბედის სამედიცინო ცენტრში კათოლიკური წესით ზიარებას ატარებს. არქიეპისკოპოსმა 21 სასულიერო პირი გაგზავნა, რომლებიც კოვიდპაციენტებს უკანასკნელ რიტუალს ჩაუტარებდნენ.

 

13 მაისი, თეთრი სახლი. დონალდ ტრამპი გუბერნატორებთან შეხვედრისას, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემიის საპასუხო სამოქმედო გეგმებს განიხილავდნენ.

 

15 მაისი, ნიუ-იორკი. პარკში წრეებია დახაზული, რათა ხალხმა ერთმანეთი სოციალური დისტანცირების დაცვით ნახოს.

 

24 მაისი, ნიუ-იორკი. ბებია და შვილიშვილი ერთმანეთს ეხუტებიან. ეს მათი პირველი კონტაქტია პანდემიისგან გამოწვეული ქვეყნის ჩაკეტვის შემდეგ.

 

25 მაისი, ბრაზილია. ქალაქ მანაუსში ახლადამოთხრილი საფლავები ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანებისთვის. ამ პერიოდში მანაუსში დღეში თითქმის 100 ადამიანი იღუპებოდა.

 

27 მაისი, მინეაპოლისი. ქალი აპროტესტებს პოლიციელის მიერ მათი თანამოქალაქის - ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას.

 

28 მაისი, მინეაპოლისი. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის პროტესტის მესამე დღე.

 

29 მაისი, ნიუ-იორკი. ხალხი საკვების მისაღებ რიგში დგას, რომელიც კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გაიცემა. პანდემიამ ბევრ ადამიანს დააკარგვინა სამსახური და მათ საკვების მოპოვებაში პრობლემები შეუქმნა.

 

29 მაისი, კალიფორნია. ქალი, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებს, პოლიციელების წინ არის ჩამუხლული.

 

ივნისი

ვაშინგტონი, 1 ივნისი. ანტირასისტული აქციის მონაწილეების ცრემლსადენი გაზით დაშლის შემდეგ დონალდ ტრამპი წმ.იოანეს საეპისკოპოსო ეკლესიისკენ მიემართება, რომელიც დაზიანდა.

 

1 ივნისი, ბრაზილია. ისევე, როგორც ფოტოზე აღბეჭდილი კაცის შემთხვევაში, ჰამაკებს ბრაზილიაში კოვიდპაციენტების სასწრაფოს მანქანამდე მისაყვანად იყენებდნენ.

 

3 ივნისი, ლოს-ანჯელესი. აქციის მონაწილეეები წუთიერი დუმილით ხვდებიან ინფორმაციას, რომ პოლიციელი დერეკ ჩოვინი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდი ძირს დააგდო და რამდენიმე წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერდა, მეორე ხარისხის მკვლელობის მუხლით გასამართლდება.

 

6 ივნისი, სამხრეთ როიალტონი. დედა შვილებს წვიმისგან იცავს ანტირასისტულ აქციაზე ყოფნის დროს.

 

10 ივნისი, ნიუ-იორკი. ხედი მანჰეტენიდან უილიამსბურგამდე, რომელიც პანდემიამდე მზიან დღეებში ხალხით იყო დატვირთული.

 

24 ივნისი, მეხიკო. ადამიანები კოვიდპაციენტების კუბოებს წვავენ, მას შემდეგ, რაც მათ კრემაცია ჩაუტარდათ. ამ დროისთვის მეხიკოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი ჰქონდა მსოფლიოში.

 

27 ივნისი, მისისიპი. 4 წლის ბავშვსა და მის ოჯახს პანდემიამდე საკვების შეძენის პრობლემა არ ჰქონდათ. თუმცა, პანდემიის გამო დედამ სამსახური დაკარგა და ოჯახს საკვების მოსაპოვებლად საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება დასჭირდა.

 

28 ივნისი, სენტ-ლუისი. პატრიცია და მარკ მაკოლსკები მათ სახლთან მისულ პროტესტანტებს ცეცხლსასროლი იარაღებით ემუქრებიან.

 

ივლისი

ნიუ-ჯერსი, 2 ივლისი. მოცეკვავეებს პირბადეები უკეთიათ კაზინოში პერფორმანსის შესრულებისას. აშშ-ში ივლისში პანდემიის მიუხედავად, კაზინოების ნაწილი გახსნილი იყო და ისინი რეკომენდაციებს იცავდნენ.

 

4 ივლისი, ნიუ-იორკი. წყვილი თავის ოჯახთან ერთად სანაპიროზე ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

 

9 ივლისი, ნიუ-იორკი. პროტესტის მონაწილეებმა მეხუთე ავენიუზე Trump Tower-ის წინ წარწერა Black Lives Matter გააკეთეს.

 

15 ივლისი, ჰიუსტონი. კოვიდპაციენტი სასუნთქ აპარატზე არის შეერთებული, რადგან მისი მდგომარეობა დამძიმდა.

 

22 ივლისი, პორტლენდი. ფედერალურ ჯარსა და პროტესტანტებს შორის შეტაკება მოხდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური ჯარი პორტლენდსა და სხვა ქალაქებში აქციის მონაწილეების შესაჩერებლად გაგზავნა.

 

აგვისტო

ბეირუთი, 5 აგვისტო. ორი აფეთქების შედეგად, რომელთაგან ერთი ძალიან ძლიერი იყო, 190-მდე ადამიანი გარდაიცვალა და 6 000-მდე დაშავდა. აფეთქებები პორტში შენახულმა 2 750-მა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია.

 

7 აგვისტო, ბეირუთი. ერთ-ერთი ადამიანი იმ 300 000-მდე ადამინისგან, რომლებიც პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ.

 

13 აგვისტო, კალიფორნია. სან-ფრანცისკოს მიდამოებში გაჩენილმა ხანძარმა მრავალი ნაგებობა გაანადგურა და დააზიანა, საცხოვრელები სახლებიდან ათასობით ადამიანის ევაკუირება მოხდა.

 

19 აგვისტო, ალბუკერკე. 92 წლის ქალი მოხუცთა თავშესაფერში, რომელიც დროებით ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალო ცენტრად არის გადაკეთებული.

 

19 აგვისტო, დელავერის შტატი. კამალა ჰარისი ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, რითიც მას შანსი მისცა, გამხდარიყო პირველი ფერადკანიანი ქალი ვიცეპრეზიდენტი.

 

27 აგვისტო, რიო დე ჟანეირო. ქვრივი ქალი, რომლის ქმარიც პოლიციისა და ნარკოტიკების რეალიზატორთა შეტაკების დროს მოკლეს.

 

28 აგვისტო, ლუიზიანა. წყვილი მოტელის აივანზე დგას. ცოტა ხნით ადრე ქარიშხალმა ლორამ ლუიზიანას სანაპიროს გადაუარა.

 

28 აგვისტო. დონალდ ტრამპი საპრეზინდეტო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრიდან ბრუნდება, რომელიც მან ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მაინც განაახლა.

 

სექტემბერი

ბარსელონა, 4 სექტემბერი. 60 წლის კოვიდპაციენტი, რომელიც კვირების განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ექიმებმა სანაპიროზე გაიყვანეს.

 

7 სექტემბერი, ფლორიდა, West Palm Beach. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები იახტებითა და ნავებით ოკეანეში მსვლელობას მართავენ.

 

9 სექტემბერი, საბერძნეთი, ლესბოსის კუნძული. მიგრანტები მორიას ლტოლვილთა ბანაკიდან გამორბიან, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შედეგად 12 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მათ შორის 4 000 ბავშვი.

 

9 სექტემბერი, კალიფორნია. ხანძარი ქარის დახმარებით სწრაფი სიჩქარით გავრცელდა და ხიდთან მდებარე მთის ფერდობი დაწვა.

 

15 სექტემბერი, ვაშინგტონი. დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერმინისტრსა და ბაჰრეინისა და გაერთიანებული ემირატების საგარეო საქმეთა მინისტრებს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ისრაელსა და ორ არაბულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ნორმალიზდება.

 

25 სექტემბერი, ვაშინგტონი. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რუთ ბეიდერ გინსბურგს კაპიტოლიუმის შენებობაში ასვენებენ. ის რიგით მეორე ქალი გახდა, რომელიც კაპიტოლიუმში დაასვენეს.

 

30 სექტემბერი, ფენიქსი. დარლენ მარტენეზს ბინის საფასურის გადაუხდელობის გამო ასახლებენ. პანდემიის შედეგად მილიონობით ადამიანი უმუშევრად დარჩა და გადასახადების გადახდა გაუჭირდათ.

 

ოქტომბერი

ვაშინგტონი, 5 ოქტომბერი. ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო საავადმყოფოში მოხვედრილი დონალ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა და პირბადე დემონსტრაციულად მოიხსნა.

 

14 ოქტომბერი, ფლორიდა. შტატში ადამიანებს მანქანებშივე ტესტავენ ახალ კორონავირუსზე. ფლორიდა სხვა შტატებთან შედარებით უფრო გვიან ჩაიკეტა და მათი მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.

 

16 ოქტომბერი, ბანგკოკი. ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების შეტაკება. მანამდე ხალხის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, რომელსაც შერეული ჰქონდა ქიმიური გამაღიზიანებელი.

 

22 ოქტომბერი, სან-ფრანცისკო. ადამიანები მანქანებიდან უყურებენ ფინალურ დებატებს პრეზიდენტობის კანდიდატებს - დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს, შორის.

 

24 ოქტომბერი, ვაშინგტონი. სუზან ბრენან ფისტენბერგმა 22 000 თეთრი დროშა მინდორში ჩაარჭო და ამით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს პატივი მიაგო.

 

28 ოქტომბერი, აზერბაიჯანი. ქალი გლოვობს თავის ძმას, რომელიც სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა. 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო.

 

ნოემბერი

ნიუ-იორკი, 3 ნოემბერი. ბრუკლინში მდებარე თეატრში საარჩევნო უბანია მოწყობილი, სადაც ადამიანების აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს ირჩევენ.

 

3 ნოემბერი, კალიფორნია. ბიულეტენები დასათვლელად მზად არის.

 

3 ნოემბერი, მიჩიგანი. არჩევნების ღამეს ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. მიჩიგანის შტატში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა.

 

3 ნოემბერი, არიზონა. ნავაჯოს ტომის წევრები ხმის მისაცემად მიდიან.

 

6 ნოემბერი, იტალია. ბერგამოში ექიმები რესპირატორული სიმპტომების მქონე კოვიდპაციენტს მკურნალობენ, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ჩრდილოეთ იტალიის ეს პროვინცია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით გამოირჩეოდა.

 

7 ნოემბერი, ატლანტა. ადამიანები ჯო ბაიდენის აშშ-ს ორმოცდამეექვსე პრეზიდენტად არჩევას ზეიმობენ და ერთმანეთს ულოცავენ.

 

7 ნოემბერი, ვირჯინია. დონალდ ტრამპი გოლფის კლუბიდან ბრუნდება. ის გოლფს თამაშობდა, როდესაც გაიგო, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

 

7 ნოემბერი, ვილმინგტონი. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი საზოგადოებას პირველად მიმართავენ, როგორც არჩეული პრეზიდენტი და არჩეული ვიცეპრეზიდენტი.

 

16 ნოემბერი, ბალტიმორი. პანდემიის დაწყების შემდეგ, 5 წლის ბავშვი ბაღში პირველად მივიდა.

 

დეკემბერი

ნიდერლანდები, ეინდჰოვენი, 1 დეკემბერი. ნიდერლანდებში ქუჩაში ახალი კორონავირუსის ტესტირების პუნქტები გახსნეს, სადაც დღეში 5 000 ტესტის გაკეთება არის შესაძლებელი.

 

4 დეკემბერი, პარიზი. ლუვრის მუზეუმში მუდამ ხალხით გარშემორტყმული ნახატი მონა ლიზა სრულიად მარტოა და პანდემიის გამო არც ერთი მნახველი არ ჰყავს.

 

5 დეკემბერი, სუდანი. ეთიოპიელი ლტოლვილები სუდანის თავშესაფარში დასახლდნენ. სულ მცირე, 45 000 ადამიანი გამოექცა ეთიოპიის ჩრდილოეთ რეგიონში, ტიგრეიში მიმდინარე ომს. დამხმარე ჯგუფების თქმით, ომის გაგრძელების შემთხვევაში, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ეთიოპიიდან კიდევ 100 000 ადამიანი წამოვა.

 

8 დეკემბერი, ინგლისი. საავადმყოფოს თანამშრომლები ტაშს უკრავენ 90 წლის მარგარეტ კინენს, რომელიც დიდ ბრიტანეთში პირველი ადამიანი გახდა, ვინც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. "თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ". - თქვა მან.

 

წყარო: The New York Times-ის სტატია.

კომენტარები