კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1 001 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 346 მართვით სუნთქვაზეა

armradio.am

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 001 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან  346 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 513 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 101, იმერეთში – 209. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 188 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 29, იმერეთში – 52.

29 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 224 155 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 208 951 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 443 კი გარდაიცვალა.  ქვეყანაში 12 735 აქტიური შემთხვევაა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები