რელიგია

თალაკვაძე: თქვენო უწმინდესობავ, თქვენი თანადგომა მაგალითია, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს!

თქვენი ლოცვა და თანადგომა, მაგალითია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი - გვეხმარება, რომ სირთულეები დავძლიოთ და ჩვენი ისტორია მომავალს დავუკავშიროთ.

თქვენი ღვაწლი გამორჩეულია ეკლესია-მონასტრების აღდგენის, ერის რწმენაში დაბრუნებისა და სულიერების განმტკიცების საქმეში, რისთვისაც მადლიერი ვართ.

საქართველოს პარლამენტის სახელით გულითადად გილოცავთ, კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!

წერს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.  დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან 43 წელი გავიდა. 25 დეკემბერი ილია მეორის აღსაყდრების დღეა. 

კომენტარები