რელიგია

მოზამბიკელი მღვდელი, რომელმაც იესოს 40-დღიანი მარხვის გამეორება სცადა შიმშილით გარდაიცვალა

BBC

მოზამბიკელი მღვდელი ფრანცისკო ბარაჯაჰი, რომელმაც ბიბლიაში აღწერილი იესოს მარხვის გამეორება სცადა, შიმშილით გარდაიცვალა. ის 39 წლის იყო.

მღვდელი მარხვის დაწყებიდან 25-ე დღეს გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე, ბარაჯაჰი საავადმყოფოში ნათესავებისა და მრევლის თხოვნით გადაიყვანეს. ექიმებმა მას ანემია და შიდა ორგანოების უკმარისობა დაუდგინეს და ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს, თუმცა ორგანიზმი გამოფიტული იყო და ბარაჯაჰის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მედიის ცნობით ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიბლიაში აღწერილი მარხვის გამეორების მცდელობისას ადამიანი იღუპება. 2006 წელს მარხვის მე-20 დღეს გარდაიცვალა ლონდონში მცხოვრები ქალი. 2015 წელს, ზიმბაბვეში 30-დღიანი მარხვის შემდეგ კაცი გარდაიცვალა.

მათეს სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ ნათლობის შემდეგ უდაბნოს მიაშურა, სადაც 40 დღე საკვებისა და წყლის გარეშე დაყო.

 

კომენტარები