კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 1068 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 414 მართვით სუნთქვაზეა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული  1 068 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან  414 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 522 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 121, იმერეთში – 239. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 187 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 64, იმერეთში – 74.

ქვეყანაში ინფიცირების 20 165 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი. 

25 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 218 724  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 196 220 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 313 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები