შინაგან საქმეთა მინისტრი

გომელაური: მერაბიშვილის დროს 1 წელში 2160 ყაჩაღობა მოხდა და გვეუბნებიან, დაიქცა ქვეყანაო

ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, მაგალითად, ყაჩაღობის 42% იანი კლების მაჩვენებელი არის ძალიან დიდი ციფრი. თვალსაჩინოებისთვის მინდა, ერთი-ორი სიტყვით გითხრათ:  2006 წელს დაიწყო სტატისტიკის წარმოება, ბატონი ვანო მერაბიშვილის დროს, როცა მინისტრი ბრძანდებოდა. იმ წელს, ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა და დღეს გაქვს 135 შემთხვევა, შარშან იყო 152 შემთხვევა. იგივე, 2007 წელს იყო 1208, 1008, 700. ეს ჩვენი შევსებული არ არის. ეს არის მათივე შევსებული და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია. იგივე შემიძლია ვთქვა, გახსნის მაჩვენებელი რომ იყო 35-40%. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი დაწერილი არ არის, სტატისტიკა დევს, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ.  გახსნის მაჩვენებელი დღეს არის 70%, 71%, 65 % , ვსაუბრობ 2018, 2017, 2016 წლის მაჩვენებელზე. ეს არის მათი უბედურება, არ უნდათ დანახვა. მხოლოდ ყაჩაღობის მაგალითი მოვიყვანე ეხლა. იგივე ვითარებაა გამოძალვის და, ძარცვის შემთხვევაშიც.  სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაიქცა ქვეყანა, 90-იანი წლები დაბრუნდა და აშ.. სამწუხაროა, ასე რომ უდგებიან. 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა. 

კომენტარები