შინაგან საქმეთა მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუიჟნეკსს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა. ასევე, ისაუბრეს სამინისტროს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. საუბარი შეეხო პოლიციის რეფორმასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნეკსი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამთავრობო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარები