კრიმინალი

შსს: 100 აბზე მეტი ექსტაზის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1989 წელს დაბადებული ლ.დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 100 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები