საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მღვდელი ქადაგებს, რომ ბიჭმა გოგოს სიყვარული მასთან უნდა დაამტკიცოს: ჩემთან უნდა დაალაგო!

დეკანოზი საბა ჭიკაიძე

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი, საბა ჭიკაიძე ქადაგებაში ამბობს, რომ მას წყვილს შორის ურთიერთობაში ჩარევის ძალაუფლება აქვს.

"ხშირ შემთხვევებში და მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს ეს, რომ სულიერ მამას გაცილებით მეტი უფლებები აქვს თავის სულიერ შვილთან მიმართებაში, ვიდრე ხორციელ მამას. ძალიან ბევრჯერ მქონია მე, იცით, ისეთი შემთხვევები, მოგეხსენებათ, რომ მოძღვარი გახლავართ და ძალიან ბევრი ოჯახები არიან ჩემი სულიერი შვილები. არა ერთი და ორი წევრი ოჯახის, არამედ აი მთელი ოჯახი. დედა, მამა, შვილები, ბებია-ბაბუები ხშირ შემთხვევაში ერთად არიან და მე ყველას სულიერი მოძღვარი ვარ, ანუ სულიერი მამა.

ახლა ისინი ერთმანეთში ესეთ დამოკიდებულებაში არიან, რომ ვიღაცა ბებიაა, ვიღაცა შვილია, ვიღაცა დედაა, ვიღაცა მამაა, ვიღაცა შვილიშვილია, მაგრამ ჩემთვის, ყველა მათგანი ერთ სიბრტყეზეა და ყველანი შვილები არიან. დიდი ბებიაც, დიდი ბაბუაც და შვილთაშვილიც. ყველა შვილია ჩემთვის. ხშირი ყოფილა შემთხვევა, როდესაც მშობელი, მამა მაგალითად, ან გინდა დედა, მაგრამ მოდი მამაზე გავაკეთოთ ახლა ამჯერად აქცენტი, თვითონ შემკითხვია მე, აი, როდესაც საკითხი ჰქონია გადასაჭრელი შვილთან მიმართებაში, იციან რა, მათი ნდობა, მათი შვილების ნდობა ჩემს მიმართ. მოდიან და მე მეკითხებიან და არა მხოლოდ მათი შვილები, არამედ თვითონაც მენდობიან მე. თვითონაც საკუთარ თავზე მეტად ეს მამები, ხორციელი [...] 

ხშირად მითქვამს ხოლმე, რომ ჩემთან უნდა ეცადო ურთიერთობის დალაგებას, მე უნდა დამიმტკიცო, რომ გიყვარს შენ ეს გოგო, იმიტომ, რომ ის, მამამისი, მე მკითხავს მერე ჭკუას და მე შემეკითხება, რომ ამ ადამიანს ნამდვილად უყვარს? მისი მშობლებიც ჩემთან მოვლენ და მე შემეკითხებიან. ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადო, რომ ჩემთან დაალაგო შენ ურთიერთობა, რომ მე დამიმტკიცო შენი სიყვარული მის მიმართ. იმიტომ, რომ წინააღდმეგ შემთხვევაში, მშობლები რაღაც მომენტში შეიძლება მოტყუვდნენ, მაგრამ მე რომ ვეტყვი იმათ, რომ არა, ამ ადამიანს არ უყვარს თქვენი შვილი, ისინი მე დამიჯერებენ". - ამბობს დეკანოზი.

დეკანოზის ქადაგებას facebook-ზე თეოლოგი ბასილ კობახიძე გამოეხმაურა:

"მამაოები ჯოჯოებივით როგორ ასხედან მთელი ოჯახების და ცალკეული ადამიანების პირად ცხოვრებას. ძალიან მეტყველი ვიდეოა. შავბნელი საბა ჭიკაიძე აღწერს, როგორ ყავს დამონებული თავისი მრევლის ოჯახები და მერე მთლად გასაგიჟებელი, ახალგაზრდა ბიჭს მიმართავს: ჩემი მრევლი გოგონა რომ გიყვარს, ჯერ ჩემთან უნდა დაალაგო ურთიერთობაო, რადგან გოგონაც და მისი მშობლებიც მე დამიჯერებენ ყველაფერს და რასაც ვეტყვი, იმას გააკეთებენო". - წერს კობახიძე.

კომენტარები