საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო ირანთან მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებზე საუბრობს

17 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. 

"დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ  აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო." - წერს საქართველოს საპატრიარქო.

კომენტარები