ახალი კორონავირუსი საქართველოში

შსს: პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 476 ადამიანი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა გასული 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 476 ადამიანი, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისღვის კი 77 მოქალაქე დაჯარიმდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები". – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირი 20 ლარით ჯარიმდება, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები