ყაჩაღობა

დიდ დიღომში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, 16 დეკემბერს მოხდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. 

კომენტარები