უიტნი ჰიუსტონი

უიტნი ჰიუსტონის როლს ნაომი აკი ითამაშებს

Pitchfork

"ვარსკვლავური ომებისა" და "წყეული სამყაროს დასასრულის" მსახიობი ლეგენდარულ მომღერალ უიტნი ჰიუსტონს ეკრანზე განასახიერებს. 

მომავალი ბიოგრაფიული ფილმის სახელია "I Wanna Dance With Somebody", სურათის შექმნაში ჰიუსტონის ოჯახის წევრები იღებენ მონაწილეობას.

პროექტის რეჟისორი სტელა მეგია, სცენარის ავტორი ენტონი მაკკარტენი, ერთ-ერთი თანაპროდიუსერი კლაივ დევისი, რომელიც ჰიუსტონთან მუშაობდა.

"წლის დიდი ნაწილი მთავარი როლის შემსრულებლის ძებნაში გავატარეთ. ნაომი აკიმ გასაუბრების ყველა ეტაპზე მოგვხიბლა. სცენაზე ის ნამდვილი უიტნი ჰიუსტონია". – ამბობს რეჟისორი.

ამავე თემაზე:

კომენტარები