უიტნი ჰიუსტონი

უიტნი ჰიუსტონის ნივთებს აუქციონზე გაიტანენ

მარტს და 1 აპრილს „Julien's Auction“-ზე უიტნი ჰიუსტონის პირადი ნივთები გაიყიდება.

საყურეები, კაბა და ჟილეტი, რომელიც აუქციონზე იქნება წარმოდგენილი, ფილმ „პირადი მცველი“-დან არის და მასში 1992 წელს ჰიუსტონმა მთავარი როლი განასახიერა.

კაბის საწყისი ფასი $1000-ია, საყურეების $600, ხოლო ჟილეტის საწყისი ღირებულება $400.

აუქციონის ორგანიზატორები წინასწარმეტყველებენ, რომ მომღერლის ნივთები გაცილებით მაღალ ფასად გაიყიდება.

19-დან 31 მარტამდე, ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება ბევერლი ჰილზში უფასოდ დაათვალიეროს ლოტები, რომლებიც აუქციონზე იქნება წარმოდგენილი.

 უიტნი ჰიუსტონი 11 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. ჯერჯერობით ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მომღერლის სიკვდილი უცნობია, ერთ-ერთ მიზეზად ალკოჰოლის და დამამშვიდებელი წამლის გადამეტებული დოზის მიღება სახელდება.

 

კომენტარები