ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ, თქვა, რომ იგი ბედნიერია, რომ დონალდ ტრამპი ტოვებს აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობას.
ირანის პრეზიდენტი აშშ-ს პრეზიდენტს "ტერორისტსა და მკვლელს", "ყველაზე არაკანონიერ პრეზიდენტსა" და "ტირანს" უწოდებს.
"ზოგი ამბობს - თქვენ ძალიან აღელვებულები ხარ ბატონი ბაიდენის მოსვლით. არა, არ ვართ, თუმცა, ძალიან გვიხარია ტრამპის წასვლა". – თქვა როუჰანიმ.
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მიზეზად დაასახელა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა.
მას შემდეგ აშშ-მ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა.