კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: PCR ტესტით იდენტიფიცირება და მცირე სიმპტომი არ ნიშნავს, რომ ვართ COVID-19-ით დაავადებული

კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაავადებული COVID-19-ით. ეს მინდა, რომ მოქალაქეებმა გაიგონ. ანუ თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტით აღმოჩნდა, რომ ის არის პოზიტიური, თუ მას არ აქვს სიმპტომატიკა გამოვლენილი, არ ნიშნავს, რომ COVID-19-ით დაავადებულია. 

COVID-19 არის დაავადება ადამიანს პლუს ინფექცია და პლუს კლინიკური გამოვლინება. ეს განსხვავება, სამწუხაროდ, მკაფიოდ არ იყო ჩვენი მოსახლეობისთვის მიწოდებული, რომ ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას. 

უნდა ვიყოთ მშვიდად, მე თუ ვარ ინფიცირებული და არ მაქვს კლინიკური სიმპტომატიკა გამოვლენილი – სუნთქვის უკმარისობა, ძლიერი სისუსტე, ცხელება და ასე შემდეგ – რაც ამ დაავადებას ახასიათებს, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ COVID-19-ით დაავადებული.

თქვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა TV პირველის ეთერში.

კომენტარები