კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ABC

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 2 336 პაციენტი.

4 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 152 704 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 126 904 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 425 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები