ცხოველები

მინესოტაში ციყვმა ფერმენტირებული მსხალი შეჭამა და დათვრა [VIDEO]

მინესოტის შტატში ციყვმა ფერმენტირებული მსხალი შეჭამა და დათვრა. მინესოტაში მცხოვრებმა კეტი მორლოკმა ძველი მსხალი თავის ბაღში ცხოველებისთვის შესაჭმელად დატოვა. მსხალი ციყვმა შეჭამა. ერთი საათის შემდეგ ციყვი, რომელსაც მორლოკმა ლილ რედი დაარქვა, ბარბაცით დაბრუნდა ბაღში. 

მორლოკის ვარაუდით მის მიერ დატოვებული მსხალი ფერმენტირებული იყო და ცხოველი ხილში გამოყოფილი ალკოჰოლით დათვრა.

კეტი მორლოკმა ციყვს კიდევ მისცა საჭმელი და ვიდეო გადაუღო. ვიდეოში ჩანს, როგორ ბარბაცებს საჭმლის ჯამის წინ მდგარი ციყვი და ჯამს ეჭიდება, რათა არ წაიქცეს.

გადამწიფებული, ფერმენტირებული ხილით ცხოველების დათრობის შემთხვევები არც ისე იშვიათია.

კომენტარები