ცხოველები

"ბოლო თვეების მანძილზე თბილისში იმატა ძაღლის ჭირის შემთხვევებმა" – პროექტი ცხოველებისთვის

ძაღლები

ორგანიზაცია Animal Project - პროექტი ცხოველებისთვის დედაქალაქის მოსახლეობას თბილისში ხორცისმჭამელთა (ძაღლის) ჭირის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით აფრთხილებს და რეკომენდაციას გასცემს.

მოგმართავთ რეკომენდაციით, მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ მიმართოთ ვეტერინარს. ასევე, თქვენი მეგობარი დროებით მოარიდოთ ძაღლების თავშეყრის ადგილებს.

ორგანიზაციის თანახმად, ჭირის ვირუსი შეიძლება გამოვლინდეს :

  • რესპირატორული სიმპტომატიკით - ხველა, გამონადენი ცხვირიდან და/ან თვალებიდან.
  • გასტრონტერსტინალური სიმპტომებით - ფაღარათი 2 დღით ან მეტით.
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით - კრუნჩხვა, ეპილეპტიკური შეტევები

ვირუსი, შესაძლოა, განვითარდეს ნელ-ნელა ან ე.წ. ელვისებურად.

ძაღლის ჭირის არის მძიმე ვირუსული ინფექცია და ხშირად ლეტალურად სრულდება. ვრცელდება ძალიან მარტივად, ჰაერ-წვეთოვანი გზით. იგი გადამდებია მხოლოდ ძაღლიდან - ძაღლზე, ან მონათესავე მტაცებლებზე - მელა, ტურა, მგელი. ძაღლის ჭირი არ ვრცელდება ადამიანზე და სხვა კომპანიონ თუ შინაურ ცხოველებზე.

ცხოველის დაცვის უმთავრესი საშუალება ვირუსებზე ვაქცინაცია და მისი ყოველ 8-10 თვეში გადამეორებაა. თუმცა, 100%-ან დაცვას ვერც აცრა უზრუნველყოფს.

ორგანიზაცია Animal Project - პროექტი ცხოველებისთვის თანახმად, ვირუსის გავრცელების სავარაუდო კერა თბილისის მუნიციპალური თავშესაფარია, სადაც არ ხდება ვოლიერებისა და მონიტორინგის სამსახურის ცხოველთა გადამყვანი მანქანების დეზინფექცია, შესაბამისი სტანდარტით. აგრეთვე, არ ხდება თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველის ვაქცინაცია არცერთ ვირუსზე, გარდა ცოფისა.

კომენტარები